ისწავლე შენთვის სასურველი კურსი შენთვის გასაგებ ენაზე
კურსის დაწყების თარიღი:
კურსის ხანგრძლოვობა
2 თვე
16 სემინარი
განრიგი
სამშაბათი (20:00 - 22:00)
ხუთშაბათი (20:00 - 22:00)
ღირებულება 700₾590₾
როგორი პრინციპით წარიმართება ვებ პროგრამირების კურსი?
ყველა კურსი დატვირთულია მასალით და მისი ათვისება დიდ შრომას მოითხოვს, მზად ხარ ამისთვის? კურსის ფარგლებში შენ გელის გამოწვევები:
ყველა ვორქშოპი არის დასამახსოვერებლი და თემები ლოგიკურად გადაბმულია
ერთმანეთს
ვორქშოპის განმავლობაში უნდა იყო ყურადღებით, მენტორი რა დროს დასვამს
შეკითხვას, არავინ იცის
თუ გააცდენ, შესაბამისი თემის ვიდეო ჩანაწერი გექნება და დამოუკიდებლად უნდა შეეცადო არ
ჩამორჩე ჯგუფს
თითოეული ვორქშოპის ბოლოს მოგეცემა დამოუკიდებლად შესასრულებელი ჩელენჯი
დავალების სახით
დავალების გაკეთების დროს თუ გაიჭედე, ვდეოჩანაწერი კვლავ დაგეხმარება
კურსის ბოლოს საბოლოო პროექტი უნდა გააკეთო, რომ მოიპოვო კურსდამთავრებულის
სტატუსი
შენ გაივლი უამრავ დაბრკოლებას დავალებების სახით და მოირგებ ვებ დეველოპერის ცხოვრების სტილს.
კურსის ბოლოს კი მიიღებ გადაწყვეტილებას, შენია ეს ყველაფერი და აგრძელებ გზას, თუ, ნებდები...
ამ საინტერესო გზის გაკვლევაში მე დაგეხმარები:
სწავლა არც ისეთი მარტივია, როგორც ჩანს
არ გაშინებ, შეადარე სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა რაოდენობები
სტუდენტთა რაოდენობა
372
ჯგუფების რაოდენობა
29
კურსდამთავრებულთა რაოდენობა
128
დაეუფლე ვებ დეველოპმენტის საწყისებს ჩემთან ერთად, შემოუერთდი ვებკოდის კურსებს და შენ შეძლებ დამოუკიდებლად ჩაჰბერო დიზაინებს სული და გააცოცხლო ვებ გვერდების სახით ♥
რას ამბობენ ჩემი სტუდენტები?
წაიკითხე როგორ მაფასებენ სტუდენტები, რას ფიქრობენ ჩემს სამენტორო თვისებებსა და შეთავაზებულ კურსზე
სულ 47 შეფასება

მინდა გულწრფელი მადლობა გამოვხატო თქვენი ინფორმაციული ლექციებისთვის. თქვენმა პროფესიონალიზმმა, სწავლების ნიჭმა და ენთუზიაზმმა ეს კურსი სახალისო და საგანმანათლებლო გამოცდილებად აქცია. დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა გამომადგება მომავალში. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ჩემს სწავლაში და მე ნამდვილად ვაფასებ ამას.
მიხეილ გრიგორიანი
ვებ პროგრამირების კურსი

როგორც მენტორი ძალიან აქტიური, მეგობრული და ორგანიზებული იყავი,რაც სწავლის პროცესს საინტერესოს და მხიარულს ხდიდა. მე პირადად html და css ის იმ ჩარჩოდან რაც კურსზე ვისწავლეთ კითხვები არ დამრჩენია.
გიორგი მალუტაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

როგორც ჩემი მენტორი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ყურადღებიანი იყავი, ძალიან გასაგებად ხსნიდი ყველაფერს. არასდროს ტოვებდი კითხვას პასუხის გარეშე და ყოველთვის რწმუნდებოდი, რომ ყველასთვის ყველაფერი გასაგები იყო სანამ შემდეგის ახსნაზე გადახვიდოდი. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის
ანასტასია ბოგდანოვი
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კარგი მენტორი ხართ! მეგობრული, ხალისიანი, რაც მთავარია თქვენი საქმის პროფესიონალი. სულ ხალისით ვსწავლობდი თქვენთან და კარგადაც ვითვისებდი, რადგან დამწყებისათვის ძალიან კარგ "ენაზე" ხსნით და ის მეგობრული გარემო რაც თქვენთან იყო ძაან აადვილებს ინფორმაციის ათვისებას.
დიმიტრი გოგატიშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

საყვარელი და ჭკვიანი მენტორი ხარ სალომე. 2 საათიანი დრო ისე გადიოდა ვერც ვგრძნობდი, რადგან საინტერესოდ და გასასებად ხსნიდი ყველაფერს.
ირაკლი პეტრიაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ჩემთვის პირველი კურსი იყო Web Development - ში, ერთგვარი შემოწმება საკუთარი თავის შევძლებდი თუ ვერა ამ პროფესიის ათვისებას, მისი გავლის შემდეგ კი საბოლოოდ გადავწყვიტე და გამიჩნდა კიდევ უფრო მეტის ათვისების სურვილი. ამ კურსში ყველაზე მეტად მომეწონა მარტივად ახსნის სტილი და გარკვეული ჩელენჯები რომელსაც მენტორი გვთავაზობდა. კარგია როდესაც კოდის წერის შემდეგ გყავს ვიღაც ვინც ამოწმებს მას და შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დაუსვა, ეს გეხმარება უფრო სწრაფად აითვისო სასწავლო მასალა, ამავდროულად მარტივად შეგიძლია მოაგვარო შენ კოდში არსებული შეცდომები, რაც საბოლოოდ გეხმარება შენი უნარების დეველოპერად ჩამოყალიბებაში.
გუჯა ხელაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ჩემი აზრით ძალიან კარგი მენტორი ხარ და რაც მთავარია გაქვს კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ რთულ პროფესიას ასწავლი, როგორიც პროგრამირებაა. ასევე ხარ ძალიან პოზიტიური და ცდილობ ყველაფერი მარტივად და გასაგებად აუხსნა შენს სტუდენტებს
ლაშა გოგუა
ვებ პროგრამირების კურსი

ვფიქრობ. უმაგრესი მენტორი იყავი,ძალიან მომწონდა შენთან სწავლა,ყველაფერს სრულფასოვნად გვიხსნიდი. შემიძლია ზუსტად ვთქვა რო შენ შემაყვარე ეს საქმე, დღემდე ვცდილობ უფრო გავიღრმავო ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით, მაგრამ ვფიქრობ შენ რო არა ვერაფერს ვერ გავიგებდი, სულ მახსენდება შენი დაწვრილებით ახსნა ყველა დეტალის რაც არსებობს html css ში, და ბოლოს java scriptშიც. მთელი გულით გვასწავლიდი და ყველას უთმობდი პირად ყურადღებას, უმაგრესი მასწავლებელი ხარ - ეს მოკლედ და კონკრეტულად, სხვათაშორის სულ მინდოდა ამის თქმა შენთვის და მადლობა რო მომეცი შესაძლებლობა
ელენე გაგელიძე
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კარგი მენტორი იყავი, ძალიან მსუბუქად და ადვილად გასაგებად ხსნიდი საკმაოდ რთულ საკითხებს. იდეაში მინდოდა რომ ბეისიქები მესწავლა ვებ პრობრამირების, რაც UI/UX დიზაინში დამეხმარებოდა, მაგრააამ შენი დამსახურებით გადავწყვიტე რომ ძირითად პროფესიად მექცია პროგრამირება. მოკლედ ძალიან გამიმართლა რომ შენ ჯგუფში მოვხვდი და დიდი მადლობა
ირაკლი ჟორდანია
ვებ პროგრამირების კურსი

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო და პირველი მენტორი იყავი და ძალიან მაგარი ძალიან კარგი ფიდ ბექი მაქვს შწნი კურსის შესახებ რაც გავიარეთ
ნიკუშა ჭელიძე
ვებ პროგრამირების კურსი

სალომე პოზიტიური ადამიანია, მისი პოზიტიურობა გაკვეთილის პროცესზეც აისახება. ხოლო რაც შეეხება კურსს, მთლიანობაში ძალიან საინტერესო და თანმიმდევრულია. ჩემი რეკომენდაცია სალიმეს
თორნიკე შვანგირაძე
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კარგი და ყურადღებიანი ლექტორი იყავით. გასაგებად გვიხსნიდით ყველაფერს. კურსის სილაბუსში რა თემებიც შედიოდა იმაზე მეტი აგვიხსენით და ყველა თემა ძალიან კარგად გავიგე. ყველას ვურჩევ თქვენთან კურსის გავლას.
ალექსანდრე სეთურიძე
ვებ პროგრამირების კურსი

ჩემი კურსის განმავლობაში საუკეთესო მენტორი იყავი არასდროს დაგზარებია ნებისმიერი თემის გამეორება რომ კარგად გაგვეგო ყველას ლექციები კიდე ერთმანეთზე უკეთესი იყო მადლობა რომ შენ შეგვასწავლე ფრონტი
გიორგი გაზაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

იდეალური მენტორი იყავი ჩემთვის, ყველაფერს გასაგებად ხსნიდი და დეტალურად, მოტივაციას მაძლევდი რომ მეტიც მესწავლა და გაცილებით უკეთ, მიზეზი რატომაც ახლა აქტიურად მოვყვები სწავლას არის ის რომ შენმა სწავლის სმეთოდებმა მარტივად ამათვისებინა დეველოპმენტში საწყისი ეტაპები. მე ახლაც აქტიურად ვსწავლობ დეველოპმენტა უკვე e commerce საიტსაც ვაკეთებ full stacks პორტფოლიოსთვის.
თორნიკე კაპანაძე
ვებ პროგრამირების კურსი

კარგად ხსინი მასალას, გასაგებად და კარგი გადმოცემოს უნარი გაქვს! კარგი მენტორი ხარ და კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით. ყველას ვურჩევ შენთან სწავლას.
გოგა ცერცვაძე
ვებ პროგრამირების კურსი

შენ იყავი საუკეთესო, ყველაფერი გასაგები იყო და მოტივაცია მომცა შენმა კურსმა, შემდეგ კი როდესაც წახვედი და სხვა მენტორი მოვიდა ხელი ჩავიქნიე ვერავინ მიხსნიდა შენსავით
დავით გრიგორიანი
ვებ პროგრამირების კურსი

პირველი კურსი შენთან გავიარე და სიმართლე რომ გითხრა წხვა კურსები იმ ომედით გავარგძელე რომ მეგონა შენნაირი მენტორები მეყოლებოდნენ. თუმცა შევცდი აი ისე გვიხსნიდი ყველაფერს რომ საერთოდ რომ არ იცოდე რა არის კომპიუტერი, html და css აუცილებლად ისწავლიდი კარგ დონეზე
ვერონიკა კოპალიანი
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი გავლილი კურსით ბევრი რამ ვისწავლე პირადად ჩემთვის საინტერესო და ამასთან ერთად მარტივად აღქმადი იყო თქვენი მოწოდებული ინფორმაცია მადლობას გადაგიხდით
გაგა კუპატაძე
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან გამომადგა თქვენი კურსები. ამ კურსით დავიწყე Web Development-ის შესწავლა რაც თავიდან ძალიან რთული მეჩვენებოდა, თუმცა ჩემმა მენტორმა სალომემ ძალიან მარტივად და დეტალურად შეძლო აეხსნა front-end. სალომეს აქვს უნარი, რომ ყველა საკითხი ძალიან მარტივად ახსნას, მიუხედავად სირთულისა.
ანა მაჭავარიანი
ვებ პროგრამირების კურსი

კმაყოფილი ვარ ძალიან შენი კურსით. კარგი ახსნის უნარი გაქვს. და კარიერულ წინსვლაშიც ძაან დამეხმარა შენი კურსი
ნიკა გერმანიშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ერთ-ერთი საუკეთესო მენტორი იყავით ჩემთვის, რადგან ახსნის მეთოდი მეხმარებოდა მარტივად დამახსოვრებაში დაა ინდივიდუალური მეცადინების დროს ბევრი წვალება აღარ მიწევდა იმდენად კარად მახსოვდა თქვენი ახნიდან მასალა წარმატებებს გისურვებთ
მარიამი იორდანიშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა და პირადად შენ უფრო მომეცი მოტივაცია რომ გამეგრძელებინა სწავლა, რადგან იდეალურ ბალანსს იჭერდი სწავლის დროს ხუმრობებზე ან რამე მსგვსი, რაც აუცილებელია ჩემი აზრით. მთელი 2 საათი გაშტერებული სტუხენტის ყურება არაპროდუქტიულია და ვფიქრობ ძალიან კარგად გქონდა და გაქვს ის “წერტილი” დაჭერილი სადაც სტუდენტს არ მობეზრდება შენი მოსმენა და იმასაც მიხვდება რომ ეგრე რთულიც არ არის ეს ყველაფერი. შენ მადლობა პირიქით. გადმოცემის უნარინრომნგაქვს და კარგად რომ ხსნი ეგ აღარ გითხარი რადგან ვიცი რომ იცი😂💖 უბრალოდ გადმოცემის უნარის გარდა სტუდენტთან კავშირის დამყარებაა საჭირო, რაც შენ გამოგივიდა ძალიან კარგად პირადად ჩემთან და დამიჯერე ბევრთან, რადგან ბევრი გაქებდით💖ასე რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა, თავადაც ნახავენ ვინც მოვა შენთან🤘🏻
ჯუტა ძიგავა
ვებ პროგრამირების კურსი

სალომე დიეიდას კურსზე იყო საკმაოდ მეგობრული გარემო რაც სალომე დეიდას დამსახურებააა. ასევე შევისწავლე html css ისეთ დონეზე რომ დიდად მეტი განვითარება აღარ დამჭირვებია ამ 2 კონკრეტულ ენაში. გვქონდა საკმაოდ საინტერესო დავალებები და ლექციის დროსაც საერთოდ არ მიგვრძვნია რომ რაიმეს ვერ ვიგებდი და თუ რაიმეს ვერ გავიგებდი იმდენად კარგი ახანის უნარი აქვს რომ საკმაოდ მარტივად მაგებინებდა რის გამოც ძალიან შემიყვარდა web დეველოპმენტი
გიორგი ოდიკაძე
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან მხიარული , პროფესიონალი გიყვარს რასაც აკეთებ და სხვებსაც ვურჩევ შენთან გაიარონ ეს კურსი
დაჩი გელენიძე
ვებ პროგრამირების კურსი

შენ ხარ ძალიან კარგი მენტორი, მეგობრული და ყურადღებიანი. ზუსტად ისე მარტივად და გასაგებ ენაზე გადმოსცემდი სასწვლო მასალას როგორც 2x2 4 არის. ასევე ბევრ ისეთ თემას ეხებოდი და გვაძლევდი რჩევებს, რომელიც უკვე დასაქმებისას გამოგვადგებოდა. მოკლედ უზომოდ ბედნიერი ვარ რომ შენნაირი მენტორი მყავდა.
თომა ინასარიძე
ვებ პროგრამირების კურსი

ძააან კაი ლექტორი იყავით და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან კოდის წერიდან დაწყებული წერის ეთიკით დასრულებული და რაც თქვენი კურსი გავიარე არანაირი დიზაინის აწყობა არ მიჭირს და მადლობა კიდევ ერთხელ
ნიკა მახათაძე
ვებ პროგრამირების კურსი

თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით ჩემი ნამუშევრების სიკარგეში და არ იცით რამდენად სასიამოვნო და ბევრისმთქმელი იყო თქვენი გაკვეთილები ჩემთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
ლუკა მშვიდობაძე
ვებ პროგრამირების კურსი

შეუძლებელია ზრდასრულ ასაკში ადამიანს მისთვის სრულიად უცხო, ამავდროულად, საკმაოდ რთული და მრავლისმომცველი პროფესია შეასწავლო ისე, რომ ყოველი სირთულე დაბრკოლების ნაცვლად, გამოწვევად დაანახო და ამასთან დაუმტკიცო, რომ ყველაფრის დაძლევას შეძლებს. სალომე სწორედ ის მენტორია, რომელმაც ჩემთვის საკმაოდ სტრესული ეტაპი, სასიამოვნოდ, საინტერესოდ და დაუვუწყარ თავგადასავლად აქცია. ვფიქრობ, მისი პროფესიონალიზმი აღნიშვნას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმ კომფორტს, რომელსაც მასთან ურთიერთობა უქმნის სტუდენტს. მისი უწყვეტი თანადგომა და დამოკიდებულება გვმატებს იმ თავდაჯერებულობას, რომელსაც ყველა ვსაჭიროებთ სიახლის შესწავლის პროცესში და რომლის გარეშეც, ფაქტობრივად, შეუძლებელია მიზნის მიღწევა.
ნინო ცეცხლაძე
ვებ პროგრამირების კურსი

იყავით ძალიან კარგი, ცდილობდით რო ყველაფერი მაღალ დონეზე გესწავლებინათ (რამოდენიმე თეგი და ინფორმაცია ისე გვასწავლეთ რომ სილაბუსში არ შედიოდა) დარწმუნებული ვარ ყველა კმაყოფილი იქნებოდა თქვენი კურსით
დანიილ ბულიგინი
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სალომე გაჩეჩილაძე იყო ჩემი მენტორი ამ რთული გზის პირველ ეტაპზე და დამეხმარა იმ სირთულეების დაძლევაში რაც ახალი პროფესიის შესწავლას უკავშირდება, განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ფაქტით რომ კურსის ფარგლებში სილაბუსის არცერთი საკითხი არ დარჩენილა ჩემთვის გაუგებარი რისთვისაც მადლობას ვუხდი მენტორს სალომე გაჩეჩილაძეს !
ლევან იმნაიშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული სიღრმისეულად არჩევდი ყველა თემას. მხიარული რაც ლექციებს უფრო საინტერესოს ხდიდა
გიორგი ონიანი
ვებ პროგრამირების კურსი

შენ ხარ საუკეთესო მენტორი, ნიჭიერი და საყვარელი. უდიდეს წარმატებებს გისურვებ !!!!
თეონა აბესაძე
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კმაყოფილი ვიყავი შენი კურსით,უდიდესი სურვილი მქონდა შენ ყოფილიყავი ჯავასკრიპტზე და რეაქტზე მაგრამ რას ვიზავდი შენ აღარ იყავი ისიც კი ვიფიქრე რო რატო შევიტანე მთლიანი თანხა შენთან გამეგრძელებინა როცა იქნებოდა მოკლედ ვინც შემხვდა საუკეთესო მენტორი იყავი, იდეალური გადმოცემის უნარი გაქვს რაც ყველაზე მთავარია და რისთვისაც 10/10 ას დავწერ ყოველთვის შენს მენტორობაში
გიორგი ქარუმიძე
ვებ პროგრამირების კურსი

პირველ რიგში მეგობრული,სტუდენტების განვითარებაზე ფოკუსირებული. ამასთანავე მარტივად და გასაგებად შეგიძლია რთული თემების ახსნა.
თორნიკე ჯაბიშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ძალიან კარგი მენტორი იყავი ყველაფერს გასაგებად და მარტივ ენაზე გვიხსნიდი
გიორგი ჩადუნელი
ვებ პროგრამირების კურსი

სალომე არის დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი ნამდვილი პროფესიონალი თავისი საქმის , რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია დეველოპმენტის შესასწავლად. როდესაც გაიცნობთ ამაში თავად დარწმუნდებით .
ლადი კონიაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

სალომე ადვილად ურთიერთობს სხვებთან, ადამიანის გონებასთან წვდომასა და მისი მოტივაციების ამოცნობაში ინტუიცია ეხმარება. ის ინიციატივას იჩენს და სხვებს მიზნისთვის ბრძოლას, კარგის კეთებას შთააგონებს. ბუნებრივად თავდაჯერებულია და სხვებთან მუშაობა, მათ თვითგანვითარებაზე ზრუნვა უხარია, ამ წვლილით ამაყობს კიდეც. სალომე გულისხმიერი, მზრუნველი ადამიანია, ჩვეულებრივი ლაპარაკიდან მრავალსაათიან შთამაგონებელ საუბრამდე, პატარა ნაბიჯებიდან სრულყოფილ მოქმედებებამდე მიდის და არაფერი ისე არ აბედნიერებს, როგორც გარშემომყოფების გაერთიანება და გუნდის მოტივირება ცვლილებებისთვის.
უჩა ნადარაია
ვებ პროგრამირების კურსი

სალომე შენ იყავი ჩვენთვის სტუდენტებისთვის საუკეთესო მენტორი. შენს მერე სხვა კურსები ფაქტიურად არც გაგვივლია რადგან ლექტორები არ მოგვეწონა. მე პირადად და არა მარტო მე ყველა სტუდენტი კმაყოფილი ვიყავით შენით. კარგი მენტორი და ადამიანი ხარ. მინდა გისურვო წარმატებები
გეგა ადეიშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ყველაფერს ისეთი სიზუსტოთ ხსნიდით, რომ გაურკვეველი შეკითხვა არ დამრჩენია. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა და მოხარული ვარ რომ ჩემი მენტორი იყავით
ლიზი სახოკია
ვებ პროგრამირების კურსი

პასუხისმგებლიანი და საინტერესო ადამიანი ხარ ძალიან, ჩვენი ჩართვა იწყებოდა გვიან და ისეთი ენთუზიაზმით შემოდიოდი ლაივში, მაქსიმალურს დებ საქმეში და იხარჯები ბოლომდე... წარმატებები
თიკო მალანია
ვებ პროგრამირების კურსი

ნუ ჩემებურად რომ ვთქვათ ძაან საყვარელი ხა პოზიტიური იყავი არ მეზარებოდა მოსვლა არასდროს შენს ლექციებზე, პროფესიონალირი კუთხითაც უმოკლეს დროში ძალიან დიდი მასალა შეგვასწავლე და ყველასთვის გასაგებ ენაზე ხსნიდი.
ლუკა მაისურაძე
ვებ პროგრამირების კურსი

თქვენზე საუკეთესო არ გვყავდა და ახლაც არ გვყავს არავინ. თქვენი კურსი რო მოვრჩით სულ თქვენ სახელს ვატრიალებდით სტუდენტებში.
დავით გოგილაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

საკუთარი საქმის პროფესიონალი,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ლექტორში...გაქვს კარგი გადმოცემის უნარი,რაც ამარტივებს ენების შესწავლას...ასევე კომუნიკაბელური და უშუალო მოსწავლეებთან,რაც იწვევს უფრო მეტ ინტერესს
ლუკა ქისტაური
ვებ პროგრამირების კურსი

ნუ პირველ რიგში რაზეც მინდა რო გავამახვილო ყურადღება არის ის რომ ძალიან მიჭირს ორსაათიან ლექციაზე კონცენტრაციის შენარჩუნება, შენთან ეგ პრობლემა არ მქონია იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესოდ და გასაგებად ხსნიდი ყველაფერს, უფრო მეტად მინდოდა რომ მომესმინა და ყურადღებით ვყოფილიყავი და ეგ ყველაფერი თავისთავად აისახა იმ ცოდნის ხარისხზე რაც მოგვეცი ყველას. ძალიან კარგად იყო გადანაწილებული სწავლის გეგმა მთელი კურსის განმავლობაში. საბოლოო ჯამში საკმაოდ გამიადვულდა და მოტივაცია მომეცა რომ გამეგრძელებინა კურსი
მარიამ აბესაძე
ვებ პროგრამირების კურსი

სალომე არის ძალიან საყვარელი, და შედეგებზე ორიენტირებული მენტორი, საუკეთესოდ ხსნის ყველაფერს და თავიდან რომ შემეძლოს კურსის გავლა, კიდევ მასთან გავივლიდი
მარიტა პარწიკანაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

დღემდე მახსოვს შენი ლექციები, სხვებისგან განსხვავებით, გადმოცემის უნარი რაც მნიშვნელოვანია, მოტივაცია რომელიც მართლა მოგვეცი და უდაოდ საქმის პროფესიონალი ხარ. და დავამატებ რომ დიდ შრომას დებ ყველასთან დაუზარებლად, გისურვებ წარმატებას ულევს.დავამატებ რომ დიდი სიამოვნებით ვიქნები კიდევ ერთხელ შენი კურსის სტუდენტი
მიხეილი ბაბუნაშვილი
ვებ პროგრამირების კურსი

ჩემი პირველი შეხება ვებ დეველოპმენტთან დაიწყო თქვენთან გავლილი კურსით და უმნიშვნელოვანესი იყო , ინფორმაცია მიმეღო მარტივი , გასაგები ენით და ზუუსტად ეგ იშვიათი უნარი გაქვთ . ყველა ლექცია ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. იმაზე ბევრად კარგად ჩაიარა კურსმა ვიდრე მოლოდინი მქონდა . და ჩემი გუულწრფელი მადლობა თქვენ ჩვენთვის დათმობილი უდიდესი ყურადღებისთვის
სალომე ნებიერიძე
ვებ პროგრამირების კურსი
თუ გაინტერესებს, მხოლოდ 12 შეხვედრის შემდეგ როგორ შედეგზე გახვალ, დაათვალიერე
სტუდენტების ნამუშევრები
შენ რომელი ნამუშევარი მოგწონს ყველაზე მეტად?
სულ 55 პროექტი

ვებ პროგრამირების კურსი
Irakli Zhordania Personal Page
ირაკლი ჟორდანია
2022.08.27

